მიმართულება 07 — კოლაბორაცია

საკუთარი ღრუბელი და გუნდური სისტემები

ფაილები, დოკუმენტები, ცოდნის ბაზა, ჩატი, პაროლები, დავალებები, CRM და ERP — საჭირო ინსტრუმენტები ერთიან სამუშაო გარემოში. განთავსება თქვენს სერვერზე ან STACK.GE-ის ინფრასტრუქტურაზე, თქვენი წესების მიხედვით.

9სერვისი
ერთი სტეკი
100%
მონაცემები თქვენია
0₾/მომხ.
ლიცენზია

გუნდური მუშაობის სერვისები

აირჩიეთ საჭირო სერვისი ან რამდენიმე მათგანი

შეგიძლიათ დაიწყოთ ერთი ამოცანით და შემდეგ დაამატოთ ის სერვისები, რომლებიც თქვენს გუნდს რეალურად სჭირდება.

კოლაბორაცია / capabilities

რას მოიცავს

ვაწყობ იმ კომბინაციას, რომელიც თქვენს გუნდს რეალურად სჭირდება, და საჭიროების შემთხვევაში ვაკავშირებ სერვისებს ერთმანეთთან.

ფაილები და დოკუმენტები

Nextcloud ფაილებისთვის, OnlyOffice რედაქტირებისთვის — Word და Excel ბრაუზერში, ვერსიებით.

ცოდნის ბაზა

BookStack პროცედურებისთვის, Wiki.js ან MediaWiki ღია ცოდნისთვის — ძებნადი და სტრუქტურირებული.

კომუნიკაცია

Mattermost არხებისა და ზარებისთვის, Nextcloud Talk ვიდეოსთვის — მიმოწერა თქვენს სერვერზე რჩება.

უსაფრთხოება და წვდომა

Vaultwarden პაროლებისთვის, LDAP/SSO ყველა სერვისისთვის — ერთი ანგარიში, ერთი პაროლი.

სამუშაო პროცესი

Planka დავალებებისთვის, EspoCRM კლიენტებისთვის, ERPNext ოპერაციებისთვის — ერთი ჯაჭვი.

განთავსება

თქვენს Proxmox-ზე, ფიზიკურ სერვერზე ან STACK.GE-ის ინფრასტრუქტურაზე — Docker კონტეინერებით, ბექაფითა და მონიტორინგით.

process

როგორ მიდის პროცესი

  1. 01

    აუდიტი

    რას იყენებთ დღეს, სად იკარგება ფაილი და რომელი სერვისი იმეორებს სხვას.

  2. 02

    არჩევანი

    რომელი სერვისი გჭირდებათ რეალურად — ზედმეტი სისტემა იგივე პრობლემაა, რაც არარსებული.

  3. 03

    აწყობა

    ეტაპობრივი გაშვება: ჯერ ფაილები, შემდეგ დოკუმენტები, შემდეგ კომუნიკაცია.

  4. 04

    დაკავშირება

    ერთი ანგარიში ყველგან, ერთი ბექაფი, ერთი მონიტორინგი — სტეკი, არა ცალკეული კუნძულები.

cases

მაგალითები

სტეკი

ოფისი Google Workspace-ის გარეშე

Nextcloud, OnlyOffice და Mattermost — ფაილები, დოკუმენტები და ჩატი ერთ სერვერზე, ერთი ანგარიშით.

ცოდნა

დოკუმენტაცია და პროცედურები

BookStack პროცედურებისთვის, Nextcloud ფაილებისთვის — ახალი თანამშრომელი თავად პოულობს პასუხს.

ოპერაციები

CRM და ERP ერთ ჯაჭვში

EspoCRM ლიდებისთვის, ERPNext ინვოისებისა და მარაგისთვის — მონაცემი ერთხელ შედის.

faq

ხშირი კითხვები

აუცილებელია ყველა სერვისი?

არა. უმეტეს გუნდს 2–4 სერვისი ჰყოფნის. ვიწყებთ Nextcloud-ით და ვამატებთ მხოლოდ მაშინ, როცა რეალური საჭიროება ჩნდება.

შეიძლება თქვენს სერვერზე?

დიახ — ვაწყობ თქვენს Proxmox-ზე ან ფიზიკურ სერვერზე, ვაწვდი დოკუმენტაციას და შემდეგ შეგიძლიათ თავად მართოთ ან შეუკვეთოთ ტექნიკური მოვლა.

სერვისები ერთმანეთს ხედავენ?

მხოლოდ მაშინ, როცა ამას აზრი აქვს: ერთი LDAP ანგარიში, ერთი ბექაფი, ერთი მონიტორინგი. ჭარბი კავშირები უსაფრთხოების რისკია.

რა ღირს?

ყველა ჩამოთვლილი სერვისი ღია კოდისაა და ლიცენზია არ აქვს. იხდი სერვერსა და მოვლის პაკეტზე — ფასი ფიქსირებულია.

გჭირდებათ დაკავშირებული სამუშაო სერვისები?

მოკლე საუბარი საკმარისია იმის გასაგებად, რომელი სერვისი გჭირდებათ პირველ რიგში.

ვისაუბროთ

კონტაქტი

დამიკავშირდით თქვენი ტექნიკური ამოცანით

დამიკავშირდით ტელეფონით ან WhatsApp-ით. კრიტიკულ ინციდენტებზე ხელმისაწვდომობა 24/7-ია, სხვა მოთხოვნებზე კი პასუხი შეთანხმებული რეჟიმით გაიცემა.

24/7 კრიტიკულ ინციდენტზე — პასუხის რეჟიმი

თუ ზარს ვერ ვუპასუხებ, დაგიკავშირდებით უკან.