IT მომსახურება ბიზნესისთვის · თბილისი

IT გადაწყვეტილებები თქვენი ბიზნესისთვის

ვაწყობ, ვმართავ და ვავითარებ ვებსაიტებს, ბიზნესსისტემებს, IT ინფრასტრუქტურასა და გუნდური მუშაობის ინსტრუმენტებს. აირჩიეთ საჭირო მიმართულება და ნახეთ, როგორ შეიძლება ტექნოლოგიამ თქვენი ყოველდღიური მუშაობა გაამარტივოს.

დარეკვა
+995 510 10 35 35
პასუხის რეჟიმი
24/7 კრიტიკულ ინციდენტზე
stack.ge — status
$ stack status
support      ● online
mail         ● online
web          ● online
commerce     ● online
systems      ● online
infra        ● online
collab       ● online

clear scope. practical support.
კრიტიკულ ინციდენტზე 24/7 შეთანხმებული რეჟიმი

მიმართულებები

სერვისები თქვენი ბიზნესის საჭიროებისთვის

მხარდაჭერა, ელ.ფოსტა, ვებსაიტები, ბიზნესსისტემები, ინფრასტრუქტურა და კოლაბორაცია — თითოეულ მიმართულებაში ნახავთ, რას მოიცავს მომსახურება და როგორ იწყება სამუშაო.

01 მხარდაჭერა რეაგირება, პრევენცია და მოწესრიგებული ინფრასტრუქტურა — იმისთვის, რომ ყოველდღიურ მუშაობაში ტექნიკური შეფერხება შემცირდეს. გაიგე მეტი 02 ელ.ფოსტა საზიარო თუ ინდივიდუალური სერვერი, მესამე მხარის SMTP მიწოდება, SOGo და Roundcube, უფასო კლიენტები და შემდგომი ტექნიკური მოვლა. გაიგე მეტი 03 ვებსაიტი დიზაინი, კოდი, კონტენტი და SEO — ერთი პასუხისმგებლობის ქვეშ, გადაცემების გარეშე. გაიგე მეტი 04 კომერცია მოქმედი სისტემები: WooCommerce, ინდივიდუალური კალათა ან ჰიბრიდი — ბიზნესის ლოგიკის მიხედვით. გაიგე მეტი 05 სისტემები სალონის სისტემა, ფარმაცევტული არქივი, აფთიაქის POS — რეალური პროექტები, რეალური ოპერაციებით. გაიგე მეტი 06 ინფრასტრუქტურა ფიზიკური სერვერიდან კლასტერამდე, კაბელიდან კამერამდე — ინფრასტრუქტურის დაგეგმვა, გამართვა და მართვა. გაიგე მეტი 07 კოლაბორაცია ვაწყობ იმ კომბინაციას, რომელიც თქვენს გუნდს რეალურად სჭირდება, და საჭიროების შემთხვევაში ვაკავშირებ სერვისებს ერთმანეთთან. გაიგე მეტი

მიდგომა

როგორ ვმუშაობ

ვიწყებთ თქვენი საჭიროების გაგებით, ვწერთ სამუშაოს მოცულობასა და პირობებს, შემდეგ კი ეტაპობრივად ვნერგავთ და ვუვლით გადაწყვეტას.

  1. 01

    ვარკვევთ

    ვიგებთ, რა გიშლით ხელს, რა გაქვთ უკვე და რა შედეგი გჭირდებათ.

  2. 02

    ვგეგმავთ

    ვწერთ სამუშაოს მოცულობას, ეტაპებს, ვადებსა და ღირებულებას.

  3. 03

    ვნერგავთ

    ვაწყობთ, ვამოწმებთ და ვრთავთ სისტემას თქვენს სამუშაო პროცესში.

  4. 04

    ვუვლით

    საჭიროების შემთხვევაში ვაგრძელებთ მხარდაჭერას, განახლებებსა და განვითარებას.

უწყვეტობა

მხარდაჭერა დოკუმენტირებული პროცესით

სისტემის ცოდნა და წვდომები დოკუმენტირებულია, ხოლო წვდომები თქვენთან რჩება. საჭიროების შემთხვევაში სხვა ტექნიკური სპეციალისტის ჩართვაც შესაძლებელია.

დოკუმენტირებული ინფრასტრუქტურა

ყველა სისტემა, წვდომა და აღდგენის ნაბიჯი დოკუმენტირებულია, რათა საჭიროების შემთხვევაში სხვა სპეციალისტის ჩართვა მარტივი იყოს.

წვდომები თქვენთან რჩება

კრიტიკული პაროლები და გასაღებები თქვენს საცავშია. მომსახურებისთვის საჭირო წვდომა არ ნიშნავს ექსკლუზიურ კონტროლს.

პასუხის ვადები წერილობით

კრიტიკულ და ჩვეულებრივ მოთხოვნებზე პასუხის ვადები წინასწარ არის განსაზღვრული და წერილობით ფიქსირდება.

სარეზერვო გეგმა

საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია წინასწარ შეთანხმებული პარტნიორი სპეციალისტის ჩართვა, დოკუმენტაციითა და წვდომით.

კონტაქტი

დამიკავშირდით თქვენი ტექნიკური ამოცანით

დამიკავშირდით ტელეფონით ან WhatsApp-ით. კრიტიკულ ინციდენტებზე ხელმისაწვდომობა 24/7-ია, სხვა მოთხოვნებზე კი პასუხი შეთანხმებული რეჟიმით გაიცემა.

24/7 კრიტიკულ ინციდენტზე — პასუხის რეჟიმი

თუ ზარს ვერ ვუპასუხებ, დაგიკავშირდებით უკან.