MinIO / S3
საკუთარი ობიექტური საცავი S3 API-ით — თავსებადია ყველა თანამედროვე აპლიკაციასთან.
ინფრასტრუქტურა 06.6 — ობიექტური საცავი
S3-თავსებადი საცავი — ბექაფებისთვის, არქივისა და აპლიკაციებისთვის. შესაძლებელია საკუთარი MinIO სერვერი ან მესამე მხარის პროვაიდერი (Backblaze B2, Cloudflare R2, Wasabi, AWS) — არჩევანი თქვენი მოთხოვნების მიხედვით.
S3 საცავი / capabilities
MinIO ან მესამე მხარის პროვაიდერი (B2, R2, Wasabi, AWS), bucket-ების სტრუქტურა, ვერსიონირება და რეპლიკაცია.
საკუთარი ობიექტური საცავი S3 API-ით — თავსებადია ყველა თანამედროვე აპლიკაციასთან.
Proxmox Backup Server, Veeam ან სკრიპტები — პირდაპირ S3-ზე, დაშიფრულად.
ლოგიკური დაყოფა პროექტების, კლიენტებისა და ტიპების მიხედვით — არა ერთი უზარმაზარი კონტეინერი.
ძველი ვერსიები ინახება, ხოლო ვადაგასული ავტომატურად იშლება — ადგილი არ ივსება უსასრულოდ.
საკუთარი MinIO ლოკალურად + Backblaze B2, Cloudflare R2 ან AWS დისტანციურად — ერთი და იგივე S3 API.
ცალკე გასაღები თითო აპლიკაციისთვის, მინიმალური უფლებებით და როტაციის გეგმით.
process
რამდენი მონაცემი, რამდენად სწრაფად იზრდება და რა უნდა იყოს ხელმისაწვდომი მყისიერად.
სად დგას ძირითადი საცავი და სად — რეპლიკა. ქსელის ბმულების გათვალისწინებით.
ინსტალაცია, bucket-ები, პოლიტიკები და დაშიფვრა.
მონიტორინგი, ჯანმრთელობის შემოწმება და ადგილის პროგნოზი.
cases
ყოველდღიური ასლები პირდაპირ S3-ზე — ლოკალური დისკის გაფუჭება აღარ არის პრობლემა.
ვერსიონირება და lifecycle წესები — ძველი ფაილები იაფად, ახლები სწრაფად.
პროვაიდერები
S3 საერთო სტანდარტია, ამიტომ არჩევანი ძირითადად ფასზე, ლოკაციასა და ფიზიკური კონტროლის საჭიროებაზეა დამოკიდებული.
სრული კონტროლი და ნულოვანი გადასახადი გიგაბაიტზე. საუკეთესო ვარიანტია, თუ უკვე გაქვთ სერვერი ან Proxmox.
გაითვალისწინე ფიზიკურ რისკებზე პასუხისმგებლობა თქვენს მხარესაა — ხანძარი, ქურდობა ან დისკის დაზიანება.
ყველაზე იაფი დისტანციური ვარიანტი ბექაფებისთვის. იდეალურია როგორც მეორე ლოკაცია ლოკალური MinIO-სთან ერთად.
გაითვალისწინე მინიმალური ბილინგი (retention) და ნაკლები რეგიონები.
თუ უკვე იყენებთ Cloudflare-ს DNS-ისთვის, R2 ბუნებრივი გაგრძელებაა — წაკითხვაზე დამატებითი გადასახადის გარეშე.
გაითვალისწინე მონაცემი Cloudflare-ის ინფრასტრუქტურაზეა — ზოგი კლიენტისთვის მიუღებელი.
მაშინ, როცა საჭიროა აუდიტი, შესაბამისობა ან Glacier-ის სიღრმისეული არქივი. ყველაზე ძვირი, მაგრამ ყველაზე მოქნილი.
გაითვალისწინე egress ძვირია — ხშირი წაკითხვისას ხარჯი სწრაფად იზრდება.
ფიქსირებული თვიური ფასი ტერაბაიტზე, ტრაფიკის გათვალისწინების გარეშე — პროგნოზირებადი ხარჯი.
გაითვალისწინე მინიმალური შენახვის ვადა და 90-დღიანი წესი.
ვაწყობ ნებისმიერ კომბინაციას: MinIO ლოკალურად + B2/R2 დისტანციურად, ან მხოლოდ მესამე მხარე. მონაცემი ყოველთვის დაშიფრული მიდის საცავში.
faq
თქვენს სერვერზე ან STACK.GE-ის ინფრასტრუქტურაზე — ორივე შემთხვევაში წვდომა თქვენს კონტროლში რჩება.
დიახ — MinIO, Backblaze B2, Cloudflare R2, Wasabi ან AWS. ვაწყობ ჰიბრიდსაც: ლოკალური MinIO + დისტანციური B2/R2 რეპლიკით.
ასლები დაშიფრულია კლიენტის მხარეს, სანამ საცავში მოხვდება — პროვაიდერი მხოლოდ შიფრს ხედავს, გასაღები თქვენთან რჩება.
დიახ — ტრანზიტში TLS-ით, ხოლო ასლები დაშიფრულია კლიენტის მხარეს, სანამ საცავში მოხვდება.
ყველა მიმართულება
კონტაქტი
დამიკავშირდით ტელეფონით ან WhatsApp-ით. კრიტიკულ ინციდენტებზე ხელმისაწვდომობა 24/7-ია, სხვა მოთხოვნებზე კი პასუხი შეთანხმებული რეჟიმით გაიცემა.
24/7 კრიტიკულ ინციდენტზე — პასუხის რეჟიმი
თუ ზარს ვერ ვუპასუხებ, დაგიკავშირდებით უკან.