IT სერვისები · თბილისი

ტექნოლოგიები, რომლებიც ბიზნესს მუშაობაში ეხმარება

ვეხმარები ბიზნესებს ვებსაიტების, ბიზნესსისტემებისა და IT ინფრასტრუქტურის შერჩევაში, დანერგვაში, გამართვასა და მართვაში. მიზანი მარტივია: ტექნოლოგია მოერგოს თქვენს ყოველდღიურ მუშაობას და არა პირიქით.

stack.ge — services
01 სისტემის შერჩევა
02 დანერგვა და გამართვა
03 ტექნიკური მხარდაჭერა

რას ვაკეთებ

ერთი კონკრეტული ამოცანიდან სრულ IT გარემომდე

შეიძლება გჭირდებოდეთ ახალი სისტემის დანერგვა, არსებული სერვერის მოწესრიგება, ვებსაიტის განვითარება ან გუნდისთვის საერთო სამუშაო გარემო. ვეხმარები როგორც ცალკეული ამოცანის შესრულებაში, ისე ერთმანეთთან დაკავშირებული სისტემების აწყობაში.

საჭიროების მიხედვით ვმუშაობ თქვენს სერვერზე, საკუთარ ინფრასტრუქტურაზე ან შერეულ გარემოში. ყველა გადაწყვეტილება განიხილება თქვენი პროცესების, რესურსებისა და მიზნების მიხედვით.

მომსახურება

სად შეიძლება გამოგადგეთ STACK.GE

ინფრასტრუქტურა და სერვერები

სერვერების, ვირტუალური გარემოს, ქსელის, სარეზერვო ასლებისა და მონიტორინგის გამართვა და მართვა.

ვებსაიტები და ვებ-სისტემები

საიტების შექმნა, განვითარება, ტექნიკური გაუმჯობესება და სხვა სერვისებთან დაკავშირება.

ბიზნესსისტემები

CRM, ERP, დოკუმენტების, ფაილებისა და სხვა სამუშაო სისტემების შერჩევა, დანერგვა და გამართვა.

კოლაბორაცია და მხარდაჭერა

გუნდური მუშაობისთვის საჭირო ინსტრუმენტები, მომხმარებლების წვდომები, განახლებები და ყოველდღიური ტექნიკური მხარდაჭერა.

როგორ ვმუშაობთ

გადაწყვეტა იწყება თქვენი საჭიროებით

პირველ რიგში ვარკვევთ, რა გიშლით ხელს და რა შედეგი გჭირდებათ. შემდეგ ვარჩევთ შესაბამის გზას და ვგეგმავთ სამუშაოს ეტაპებად.

საჭიროების გარკვევა

ვაკვირდებით თქვენს პროცესებს, არსებულ სისტემებსა და მთავარ პრობლემას.

დანერგვა და გამართვა

ვაწყობთ გადაწყვეტას, ვამოწმებთ რეალურ სცენარებზე და ვამზადებთ გამოყენებისთვის.

შემდგომი მართვა

საჭიროების შემთხვევაში ვაგრძელებთ განახლებებს, მონიტორინგს, მხარდაჭერასა და განვითარებას.

რას მიიღებთ

გასაგებ გეგმას, გამართულ სისტემას და პასუხისმგებელ ტექნიკურ პარტნიორს, რომელსაც შეგიძლიათ მიმართოთ როგორც ერთჯერადი ამოცანის, ისე გრძელვადიანი მხარდაჭერისთვის.

გაქვთ ტექნიკური ამოცანა?

მომიყევით, რა გსურთ გააუმჯობესოთ ან რა გიშლით ხელს. ერთად განვიხილავთ პრაქტიკულ გზას.

ვისაუბროთ

კონტაქტი

დამიკავშირდით თქვენი ტექნიკური ამოცანით

დამიკავშირდით ტელეფონით ან WhatsApp-ით. კრიტიკულ ინციდენტებზე ხელმისაწვდომობა 24/7-ია, სხვა მოთხოვნებზე კი პასუხი შეთანხმებული რეჟიმით გაიცემა.

24/7 კრიტიკულ ინციდენტზე — პასუხის რეჟიმი

თუ ზარს ვერ ვუპასუხებ, დაგიკავშირდებით უკან.