STACK.GE

STACK PANEL — ხშირად დასმული კითხვები (FAQ)

მოგესალმებით STACK.GE-ის დახმარების ცენტრში. აქ იპოვით ამომწურავ პასუხებს ყველა იმ ძირითად კითხვაზე, რომელიც STACK PANEL-ის მუშაობას, სერვისების მართვასა და ტექნიკურ მხარეს ეხება.


რა არის STACK PANEL?

STACK PANEL არის STACK.GE-ის მიერ შექმნილი ინოვაციური, ღია კოდის (Open Source) ტექნოლოგიების ჰოსტინგის მართვის პანელი. ჩვენი პლატფორმიდან გამარტივებულად შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი, უფასო ლიცენზიის მქონე აპლიკაცია ჩვენი კატალოგიდან და მომენტალურად დაიწყოთ მისი გამოყენება თქვენი პირადი თუ ბიზნეს ინტერესებისთვის.

პანელი წარმოადგენს ერთიან ციფრულ სივრცეს, საიდანაც სრულად მართავთ თქვენს ეკოსისტემას:

  • ავსებთ ბალანსს;
  • ირჩევთ და უშვებთ ახალ აპლიკაციებს;
  • აკონტროლებთ და მართავთ აქტიურ სერვისებს.

მჭირდება თუ არა სერვერის ქირაობა ან დეველოპერული ცოდნა?

არა, თქვენ არანაირი ტექნიკური ცოდნა არ გჭირდებათ. დაივიწყეთ ცალკე ჰოსტინგის ან სერვერის ქირაობა, რთული კონფიგურაციები და სისტემების ინსტალაციის ხანგრძლივი პროცესი — ამ ყველაფერზე ჩვენ ვიზრუნებთ.

ჩვენი გუნდი სრულად უზრუნველყოფს სერვერის მომზადებას, აწყობასა და გამართვას. სამუშაოების დასრულებისთანავე, თქვენს STACK PANEL-ში, კონკრეტული სერვისის გვერდზე გამოჩნდება:

  • საჭირო ტექნიკური პარამეტრები;
  • მარტივი, ნაბიჯ-ნაბიჯ ინსტრუქცია;
  • სისტემაში შესასვლელი მონაცემები, რომლითაც მიიღებთ სრულ წვდომას აპლიკაციაზე.

კონკრეტულად რას აკეთებს STACK.GE-ის გუნდი?

ჩვენ ვიღებთ სრულ პასუხისმგებლობას თქვენი ციფრული ინფრასტრუქტურის გამართვაზე:

  1. ინსტალაცია და ოპტიმიზაცია: თქვენ მიერ არჩეული აპლიკაციისთვის სერვერზე ვქმნით და ვამართავთ იდეალურ სამუშაო გარემოს.
  2. უსაფრთხოება და ქსელი: ვუზრუნველყოფთ აპლიკაციის მუშაობას უსაფრთხო (HTTPS) პროტოკოლით, ვამზადებთ დაცულ ქსელურ ინფრასტრუქტურას და აპლიკაციას ვუკავშირებთ ჩვენს ქვე-დომენს.
  3. სრული გადაცემა: მას შემდეგ, რაც ყველა ტექნიკური დეტალი იდეალურად გამართულია, აპლიკაციის მართვის სადავეებს სრულად თქვენ გადმოგცემთ.

მექნება თუ არა წვდომა კოდის ფაილებთან ან ფაილ მენეჯერთან (როგორც სტანდარტულ ჰოსტინგზე)?

უშუალოდ სერვერის ძირეულ ფაილებთან, ოპერაციულ სისტემასთან და ჰოსტინგის ტექნიკურ პარამეტრებთან წვდომა არ გექნებათ — ამ ნაწილის სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე ჩვენ ვაგებთ პასუხს.

თუმცა, თქვენ გექნებათ სრული, შეუზღუდავი წვდომა თავად აპლიკაციის ადმინისტრატორის პანელთან (Admin Panel). ეს ნიშნავს, რომ თქვენ ხართ სისტემის სრულუფლებიანი მფლობელი და შეგიძლიათ მართოთ შიდა ფუნქციონალი, მომხმარებლები და მონაცემები თქვენი შეხედულებისამებრ.


როგორ მოვიქცე, თუ დამჭირდება ისეთი ოპერაცია, რომელიც სერვერის დონეზე წვდომას მოითხოვს? სისტემა ჩაკეტილია?

არა, სისტემა არ არის დახურული. ჩვენი მიზანი თქვენი შეზღუდვა კი არა, საქმის გამარტივებაა.

თუ თქვენი აპლიკაციისთვის საჭირო გახდება ისეთი სპეციფიკური კონფიგურაცია ან ოპერაცია, რომელიც სერვერთან არის დაკავშირებული, უბრალოდ დაუკავშირდით ჩვენს მხარდაჭერის გუნდს. ჩვენი ტექნიკური ჯგუფი ოპერატიულად ჩაერთვება და ნებისმიერ ტექნიკურ საკითხს თქვენ ნაცვლად მოაგვარებს.


თუ მომავალში თქვენთან თანამშრომლობის შეწყვეტას გადავწყვეტ, ვკარგავ თუ არა ჩემს სისტემას და მონაცემებს?

არა, თქვენ არაფერს კარგავთ. ჩვენ პატივს ვცემთ ღია კოდის (Open Source) პრინციპებსა და მომხმარებლის თავისუფლებას.

თუ გადაწყვეტთ, რომ აღარ გსურთ ჩვენი პლატფორმით სარგებლობა, ჩვენ მოვამზადებთ თქვენი სისტემისა და მონაცემების სრულ ექსპორტს (Data Export) და დაშიფრული, უსაფრთხო არხის მეშვეობით სრულად გადმოგცემთ მას. თქვენ შეძლებთ ამ მონაცემების ნებისმიერ სხვა დამოუკიდებელ სერვერზე გადატანას.


როგორ ხდება ბალანსის შევსება STACK PANEL-ში?

სისტემაში ახალი სერვისის გასააქტიურებლად აუცილებელია, რომ თქვენს ანგარიშზე წინასწარ გქონდეთ დადებითი ბალანსი. ბალანსის არსებობის შემთხვევაში, ნებისმიერი აპლიკაციის გაშვებას წამებში შეძლებთ.

ამ ეტაპზე ბალანსის შევსება ხდება კრიპტოვალუტით, კერძოდ USDT სტაბილკოინით.

⚠️ მნიშვნელოვანი ტექნიკური პირობა: ტრანზაქციის განხორციელებისას აუცილებელია აირჩიოთ Ethereum-ის (ERC-20) ქსელი. გთხოვთ, გადარიცხვამდე ყურადღებით გადაამოწმოთ ქსელის თავსებადობა, რათა თავიდან აიცილოთ თანხის დაკარგვა.


რა ვქნა, თუ აქამდე კრიპტოვალუტასთან შეხება არ მქონია?

ეს სრულიად ბუნებრივია და ამის გამო ნუ ინერვიულებთ. ჩვენი გუნდი მზად არის დაგეხმაროთ ამ პროცესის გავლაში:

  • მოგცემთ რეკომენდაციებს, თუ რომელი კრიპტო-საფულე (Wallet) ან ბირჟა აირჩიოთ;
  • ნაბიჯ-ნაბიჯ აგიხსნით, როგორ შეიძინოთ და გადმორიცხოთ USDT;
  • ნებისმიერი სირთულის ან კითხვის გაჩენის შემთხვევაში, დაგეხმარებით პროცესის წარმატებით დასრულებაში.

როგორ უზრუნველყოფთ აპლიკაციების უსაფრთხოებას და რეზერვაციას (Backups)?

ჩვენი სერვერები ავტომატურად ახდენენ მონაცემების სარეზერვო ასლების (Backups) შენახვას ყოველდღიურად. ეს ნიშნავს, რომ თქვენი ინფორმაცია და სისტემები მაქსიმალურად დაცულია და ფორსმაჟორულ სიტუაციებშიც კი, მონაცემების აღდგენას უმოკლეს დროში შეძლებთ.

რა ხდება სერვერზე ტექნიკური ხარვეზის ან გათიშვის (Downtime) შემთხვევაში?

ჩვენი გუნდი მუდმივად, 24/7 რეჟიმში ახდენს სისტემების მონიტორინგს. მიუხედავად იმისა, რომ არსებობს ჩვენგან დამოუკიდებელი გარე ფაქტორები, ნებისმიერ ტექნიკურ ხარვეზზე ვრეაგირებთ მომენტალურად და აღმოვფხვრით მაქსიმალურად მოკლე დროში. მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ მსგავსი შეფერხებები არანაირად არ აისახება თქვენი სისტემების გამართულობაზე და არ გამოიწვევს მონაცემების დაზიანებას.

მოყვება თუ არა აპლიკაციებს SSL (უსაფრთხოების) სერტიფიკატი?

დიახ, STACK PANEL-ში ჩართულ ყველა სისტემას ავტომატურად მოყვება უფასო SSL სერტიფიკატი. თქვენს აპლიკაციას ექნება უსაფრთხო, დაშიფრული კავშირი (HTTPS პროტოკოლი), რაც აუცილებელია როგორც მომხმარებელთა მონაცემების დასაცავად, ისე საძიებო სისტემების ნდობისთვის.

შემიძლია თუ არა აპლიკაციაზე ჩემი საკუთარი დომენი (მაგ. mycompany.ge) მივაბა?

დიახ, ეს სრულიად შესაძლებელია. თქვენ შეგიძლიათ თქვენს აპლიკაციას დაუკავშიროთ როგორც ძირითადი დომენი (მაგ. mysite.ge), ისე ნებისმიერი სასურველი ქვე-დომენი (მაგ. crm.mysite.ge). ამ პროცესის გამართვაში ჩვენი ტექნიკური ჯგუფი დაგეხმარებათ.

💡 რეკომენდაცია: დომენის მარტივი და ეფექტური მართვისთვის, სასურველია იყენებდეთ Cloudflare-ის უფასო ანგარიშს.

შესაძლებელია თუ არა აპლიკაციაში ჩემი ლოგოს და ბრენდინგის დაყენება?

დიახ. ვინაიდან პლატფორმაზე წარმოდგენილია ღია კოდის (Open Source) სისტემები, თქვენ გაქვთ სრული უფლება შეცვალოთ ვიზუალური მხარე, ატვირთოთ თქვენი ლოგო და მოარგოთ აპლიკაცია თქვენი ბრენდის სტილს ყოველგვარი ლიცენზიური თუ ტექნიკური შეზღუდვის გარეშე.

როგორ ხდება მომსახურების საფასურის ჩამოჭრა — ყოველთვიურად თუ საათობრივად?

ჩვენს პლატფორმაზე ფასები მოცემულია ფიქსირებულ ყოველთვიურ ჭრილში. თქვენ იხდით ზუსტად იმდენს, რაც მითითებულია კონკრეტული აპლიკაციის გვერდზე და არ მოგიწევთ ფიქრი რაიმე სახის ფარულ თუ დამატებით ხარჯებზე.

რა მოხდება, თუ ბალანსი ნულს გაუტოლდება? სერვისი მაშინვე წაიშლება?

არა, სისტემა მომენტალურად არ იშლება. ბალანსის ამოწურვის შემთხვევაში, თქვენ ავტომატურად მიიღებთ შეხსენების შეტყობინებას ელ-ფოსტაზე.

  • თუ ბალანსი 7 დღის განმავლობაში არ შეივსება, სისტემა დროებით დაპაუზდება (გაითიშება).
  • სერვისის გათიშვიდან მომდევნო 30 დღის განმავლობაში თქვენი მონაცემები სრულად ინახება. ამ პერიოდში ნებისმიერ დროს შეგიძლიათ შეავსოთ ბალანსი და აღადგინოთ სერვისი, ან საბოლოოდ გააუქმოთ იგი.

რა ხდება, თუ ჩემს აპლიკაციას მეტი სიმძლავრე (RAM, CPU, მეხსიერება) დასჭირდება?

ამ ეტაპზე მომსახურებას ვახდენთ ფიქსირებული ტექნიკური მონაცემებით (სერვერული რესურსებით). თუმცა, ჩვენი გუნდი აქტიურად მუშაობს ამ ფუნქციონალზე და უმოკლეს პერიოდში ხელმისაწვდომი იქნება რესურსების მარტივი მასშტაბირება (გაზრდა) თქვენი მოთხოვნების შესაბამისად.

არის თუ არა რაიმე შეზღუდვა მომხმარებლების ან ფაილების რაოდენობაზე?

როგორც წესი, ღია კოდის პროგრამებში მომხმარებლების ან ფაილების რაოდენობა ლიცენზიით არ იზღუდება (განსხვავებით ტრადიციული SaaS სერვისებისგან) და ლიმიტი მხოლოდ სერვერის ფიზიკურ რესურსებზეა დამოკიდებული.

თუმცა, არსებობს გამონაკლისი შემთხვევები, როდესაც უშუალოდ კონკრეტულ აპლიკაციას (მიუხედავად მისი Open Source ბუნებისა) თავისივე კოდის დონეზე აქვს გარკვეული არქიტექტურული შეზღუდვები. მსგავსი სპეციფიკის არსებობის შემთხვევაში, ამ ინფორმაციას წინასწარ და მკაფიოდ დაგახვედრებთ აპლიკაციის აღწერაში, ასევე ეს ხელმისაწვდომი იქნება მის ოფიციალურ დოკუმენტაციაშიც. სხვა მხრივ, ჩვენი მხრიდან არანაირი შეზღუდვა არ გაქვთ.

ვინ არის პასუხისმგებელი აპლიკაციების ვერსიების განახლებაზე (Updates)?

ჩვენი გუნდი მუდმივად ზრუნავს იმაზე, რომ თქვენი აპლიკაციები მუშაობდნენ ყველაზე სტაბილურ და უსაფრთხო ბოლო ვერსიაზე.

  • თუ გსურთ ვერსიის განახლება, ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მოგვმართოთ მხარდაჭერის ჩატში.
  • თუ ჩვენ ვგეგმავთ გლობალურ განახლებას, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს სერვერის დროებითი შეჩერება (რამდენიმე წუთით), ამის შესახებ წინასწარ აუცილებლად შეგატყობინებთ.